სერგი კაპანაძემ საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებაზე დასაბარებელ პირთა სია წარუდგინა

სერგი კაპანაძემ საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებაზე დასაბარებელ პირთა სია წარუდგინა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნლი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ახსნა-განმარტებაზე დასაბარებელ პირთა სია წარადგინა.

კომისიასთან მივლენ ასევე დაზარალებულები, მათი ადვოკატები, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

სია ასე გამოიყურება: 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ამავე ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, საქმის სხვა მოწმეები.

შს სამინისტროს წარმომადგენლები - შს მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები - ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე;

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები - ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე;

იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი;

ექსპერტები - სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

წარდგენის შემდეგ სერგი კაპანაძემ განაცხდა, რომ ეს არასრული სიაა. 

"ამ სიას შეიძლება დაემატონ ადამიანები, იქიდან გამომდინარე, როგორ წავა ჩვენი საქმიანობა კომისიის ფარგლებში", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

32 წუთის წინ

"მე არ მინდა რომ გავაჟღერო წინასწარ კითხვები და წინასწარ მოვამზადო დასაბარებელი პირები. კომისიის სხდომაზე ისეთი კითხვები დაისმება და ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც თქვენ პირველი რეაქცია გექნებათ გაკვირვების. როგორ შეიძლება, რომ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167