ესპანეთის ნაკრებს ფერნანდო იერო გაწვრთნის

ესპანეთის ნაკრებს ფერნანდო იერო გაწვრთნის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტური ადგილი უკვე შეავსო.

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელის სტარტს ხვალ აიღებს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ლეგენდარული ფეხბურთელი, ფერნანდო იერო გაიყვანს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, დღეს ხულენ ლოპოტეგის დათხოვნის შესახებ განცხადება გააკეთა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ "ფურია როხას" ექს-თავკაცმა, მადრიდის "რეალთან" ჩუმად აწარმოა მოლაპარაკებები და ჩუმად გააფორმა ხელშეკრულება, ისე, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქმის კურსში არ ჩააყენა. ლოპოტეგის განთავისუფლებიდან რამდენიმე საათში, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ფერნანდო იეროს ნაკრებში დანიშვნის შესახებ.

ხელშეკრულების გაწყვეტისთვის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლოპოტეგს 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. იეროსთან ხელშეკრულების დეტალები კი ჯერ უცნობია. 

ესპანეთის ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ დაპირისპირებას 15 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

26 წუთის წინ

ქართველმა ფალავანმა ფინალისთვის ბრძოლასი მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი ვაზარით დაამარცხა და ფინალში კორეელი გუჰამ ჩოსა და რუს ნიაზ ილიასოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ დრომდე, საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ ერთი...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228