ადა მარშანიამ  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა

ადა მარშანიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა.

მათ თავდაპირველად კომისიის უმრავლესობაში "ევროპული საქართველოს" წევრების ყოფნა გააპროტესტა. 

"რეგლამენტის უხეში დარღვევით მოხდა ამ კომისიის დაკომპლექტება. 

ამ კომისიის უმრავლესობა არის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი.  ესეც აბსოლუტურად შეგნებულად იყო გაკეთებული", - აღნიშნა ადა მარშანიამ. 

ადა მარშანია მიიჩნევს ასევე, რომ კომისიამ გარდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა, სხვა საქმეების უნდა გამოიძიოს. 

"ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყოს დაკავებული, შევალთ არლამენტში წინადადებით, რომ სხვა საქმეების გამოსაძიებლადაც შეიქმნას კომისია. ვნახავ, როგორ დაუჭერთ მხარს. 

მე ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობით ზის. ეს არის "ქართული ოცნების" ბრალი. აბსურდამდე და ცინიზმამდე დავედით.", - განაცხადა ადა მარშანიამ. 

ადა მარშანიას კომისიის თავმჯდომარემ, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ უპასუხა: "ეს კომისია უკვე შექმნილია და თქვენი მოთხვნები ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. თქვენს მოთხოვნაზე ჩვენი პასუხია არა და თუ თქვენი ნებაა, კომისია დატოვოთ, კარგად ბრძანდებოდეთ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ადა მარშანიამ კომისია დატოვა.  

"კომისიას ვტოვებ, "პატრიოტები" ამ კომისიაში არ იმუშავებენ", - აღნიშნა ადა მარშანიამ.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

2 საათის წინ

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207