მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულენ ლოპოტეგი დაითხოვა.

ამის შესახებ განცხადება, სულ ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა გააკეთა და განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცი საიდუმლოდ არ უნდა აწარმოებდეს მოლაპარაკებებს და მათთვის ცნობილი "რეალთან" ხელშეკრულების გაფორმება, ლოპოტეგის მხრიდან, მის გაფორმებამდე 5 წუთით ადრეც კი არ იყო ცნობილი.

რუბიალესის განცხადებით, მიუხედავად მომხდარისა, ესპანეთის ნაკრები წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებს.

ხუან ლოპოტეგს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ზიდანმა "რეალი" დატოვა, ლოპოტეგმა ის ჩაანაცვლა და ამას ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავდა.

ესპანეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ დაპირისპირებას 15 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. თუ ვინ იქნება ესპანელთა მთავარი მწვრთნელი, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშთან" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს (ვიდეო)

ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშთან" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს (ვიდეო)

1 საათის წინ

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. "კუკეშთან" განმეორებით შეხვედრაში, შვეიცარიელი მსაჯის ქმედებებმა ქართული კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მან იმერულ გუნდს ორი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452