ბათუმში თოდოგაურის დასახლებაში 70 ოჯახს მალე წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება

ბათუმში თოდოგაურის დასახლებაში 70 ოჯახს მალე წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება

ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში ახალი წყალმომარგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ქსელის სატუმბი სადგურის, რეზერვუარის და 150კბმ-იანი ავზის მშენებლობა. 

პროექტით გათვალისწინებული სატუმბი სადგურის, რეზერვუარის და ავზის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შიდა ქსელის მოწყობა. ახალ წყალმომარაგების ქსელზე 70 ოჯახი დაერთდება. მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ მოხდება წყლის მრიცხველების მონტაჟი. 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და განაცხადა - „ჩვენ თოდოგაურის დასახლებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, კერძოდ, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ ათწლეულების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება და 70 ოჯახს წყალი უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. სამუშაოები მარტში დაიწყო და წესით ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროექტი წინსწრებით მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება”.

მიმდინარე სამუშაოებსთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 433 ათას 721 ლარი გამოიყო. ლაშა კომახიძესთან ერთად სამუშაოები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, საკრებულოს დეპუტატმა ანზორ დევაძემ და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერეს.

თემები:
ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

11 საათის წინ

ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს.  მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებუნათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273