2018 წელს ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნას იწყებს

2018 წელს ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნას იწყებს

2018 წელს ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეული გარდაქმნის მიზნით ღონისძიებების გატარებას იწყებს. პროექტი ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტარტეგიის მიხედვით, გაეროს განვითარების პროგრამის „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული სტარტეგია და სამოქმედო გეგმა, ბათუმის საკრებულომ აპრილის თვეში მიიღო.

პროექტის მიხედვით, დამტკიცდა მიკროავტობუსების ოპტიმიზაციის გეგმა. მიკროავტობუსების რაოდენობა 480-დან 250-მდე მცირდება, რაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მნიშვნელოვნად განტვირთავს. 

თბილისის მოედანზე მოეწყო პარკირების სივრცესთან ინტეგრირებული მგზავრთა გადასასხდომი კვანძი. ეს არის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის პირველი მუნიციპალური ზონა. პარალელურად იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელი და გამოყენებული იქნება მგზავრთა გადასასხდომი კვანძები. შედეგად, წინა წლებთან შედარებით, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს გადაყვანილი ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი. ასევე მოქმედებს პარკირების საათობრივი გადახდის სისტემა.

დაიწყება სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემომავალი მიკროავტობუსების მკაცრი ადმინისტრირება ბაგრატიონის ქუჩის გავლით ავტოსადგურში, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთავს. 

ქალაქის ტერიტორიაზე, გონიოსა და ქობულეთის მხრიდან, მოეწყობა რეგიონული ტერმინალები და ტურისტული პარკირების სივრცეები. გონიოს მხრიდან, სამრეწველო ზონაში უკვე გამოიყო ადგილი და დაიწყო რეგიონული ტერმინალის დეტალური პროექტირება.

მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პირველი ნაკადი აგვისტოს თვეში შემოვა, წლის ბოლომდე, საერთო ჯამში, ქალაქს დაემატება 40 ერთეული დაბალემისიური და ადაპტირებული ახალი ავტობუსი.

მიკროავტობუსებში, ისევე როგორც მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში, დაინერგება უკონტაქტო გადახდის სისტემა. ქალაქში 6 ადგილზე უკვე დამონტაჟდა შესაბამისი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ამ ბარათების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მიკროავტობუსებისათვის სავალდებულო იქნება GPS სისტემის დამონტაჟება, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს მათ გადაადგილებაზე, ასევე დაინერგება დისპეჩერიზაციის სისტემა.

დაიწყება ველობილიკების მოწესრიგება და ახალი ველობილიკების მოწყობა. შესაბამისი საპროექტო სამუშაოები მერიამ უკვე დაასრულა. ველოსისტემების განახლება ეტაპობრივად 2019 წლიდან იგეგმება.

ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, მოეწყობა ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლი, ე.წ ,,bus lane“. აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ამოქმედდება.

ქალაქის ცენტრალური ქუჩებში კი, პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის სისტემა დაინერგება, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. თუმცა, ტექნიკური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფრო ადრეულ ეტაპზე შემოღება.

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

1 საათის წინ

სოფელ ცხემვანში კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, შემეცნებითი და სპორტული ტურები, დეკორატიულად მოწყობილი მოსასვენებელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207