მალე ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

მალე ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 

თანამედროვე სტანდარტების 7 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება. 

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ელექტროსისტემის მონტაჟი და კარკასის მოწყობა. ამ ეტაპზე ხორციელდება იატაკისა და კიბეების მოპირკეთებითი სამუშაოები.

გათბობის სისტემების მოწყობა. შენობის ფასადი შეიფუთება გრანიტის ფილებით. ეზოში კი, მოეწყობა სათამაშო მოედანი. მშენებლობა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. 

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 646 ათას 930 ლარი გამოიყო.

თემები:
ეკატერინე გალდავამ ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა

ეკატერინე გალდავამ ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა

44 წუთის წინ

უკვე შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და მოადგილემ, ირაკლი ურუშაძემ დაათვალიერეს.  აღნიშნული ობიექტი...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156