ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით აჭარაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით აჭარაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრმა” ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები აჭარის საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის გამართა. პროექტის მიზანია ტრეფიკინგის შესახებ აჭარის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, რაც ერთ-ერთი ძირითადი პრევენციული ღონისძიებაა ადამიანით ვაჭრობისგან თავის დასაცავად.

შეხვედრებზე განიხილეს, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საინფორმაციო სტრატეგია. სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ შესაბამისი მასალები, რომლებსაც ისინი პრაქტიკაში, უშუალოდ, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ცნობიერების გაზრდის მიზნით გამოიყენებენ.

პედაგოგები დეტალურად გაეცნენ ტრეფიკინგის საფრთხეებს, დანაშაულის პრევენციისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოში არსებულ სერვისებს.

საინფორმაციო შეხვედრები აჭარის ა/რ ექვსივე საგანმანთლებლო რესურსცენტრში (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი) ჩატარდა. ასევე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამის - „SKYE კლუბის“ მონაწილეებისთვის.

შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლებსაც 140 მონაწილე დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

24 სექტემბერს კონფერენცია ''აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა'' გაიმართება

24 სექტემბერს კონფერენცია ''აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა'' გაიმართება

19 წუთის წინ

კონფერნციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172