სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ წყვილს მეოზებელი დაესხა თავს

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ წყვილს მეოზებელი დაესხა თავს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ ჯეფი ატეფ ეზზატ აზიზს და მის მეუღლეს გუშინ შუადღეს მეოზბელი დაესხა თავს. თავდაპირველად მამაკაცი ცოლ-ქმარს მოკვლით ემუქრებოდა, შემდეგ მათი კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დაზიანა.

ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დაზიანებული ავტომანქანა ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

მიმხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ მამაკაცი მკვლელობისათვის ნასამართლევია. დაზარალებულები დამნაშავის დაკავებასა და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ამბობენ,რომ სახლში დარჩენის ეშინიათ და უსაფრთხოების მიზნით ღამის გათენებას პოლიციის განყოფილებაში გეგმავენ.

პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

14 წუთის წინ

გამოძიების ინფორმაციით, მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ლეგაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172