გოცირიძე სულეიმანოვის პასუხისგებაში მიცემაზე: უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ეს პროვოკაცია "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ

გოცირიძე სულეიმანოვის პასუხისგებაში მიცემაზე: უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ეს პროვოკაცია "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, სესიაზე პროკურატურიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვის შემდეგ განაცხადა. 

"ახლა მითხრა აზერ სულეიმანოვმა,, რომ მან არ იცის რა ხდება რომ აღძრულია თურმე სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ. შემთხვევა იყო შემდეგი, ეს ახალგაზრდა რომელსაც მართლაც მოექცნენ საშინლად თურმე ყოფილა "ოცნების" წევრი და თქვენი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა მიტინგზე და შემდეგ მოხდა ამ ახლაგზრდის დაბარება შეიხის, აზერ სულეიმანოვისა, საკრებულოს მაჟორიატარი დეპუტატების მიერ. აზერ სულაიმანოვი ამ გარემოცვაში მათ სასულიერო ლიდერთან ერთად მონაწილოებდა ამ ახალგაზრდებთან საუბარში, რომლის მიზანი იყო ერთი რამ, 11 წელი იცნობს ამ ბიჭს შორიდან,ა ზერი იცნობს ამ ბიჭს 6 წელია, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მებრძოლია, კითხვა იყო ერთადერთი, რატომ მონაწილებდა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით და აკეთებდა განცხადებებს. 

და ამისთვის შეიხი დაბარებულია პროკურატურაში, ახლა იმყოფება პროკურატურაში რუსთვში, მთელი საქართველოს გასაგონად ვაცხადებთ, რომ არის ბრალდბეული, დიახ უნდა გამოიძონ ყველაფერი, რა მოხდა, როტომ მოხდა, ეს პროვოკაციაა, რა შუაშია აზერ სუმაიმანოვი, რომელიც ერთ პროცედურაში მონაწილობდა რასაც ჰქვია ვითარების გარკვევა და იყო თუ არა პროვოკაცია "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი მონაწილეობდა

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

1 საათის წინ

კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის გამო, ზვიად ფხაკაძეს და კახა სირაძის გამოკითხვა ხვალ 15:00 საათზე განახლდება. საგამოძიებო კომისიის 17 კაციანმა შემადგენლობამ გასულ კვირას 51-ე სკოლის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207