თბილისის საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღე იყო, რომელსაც ადამიანები შეეწირნენ. გიორგი ტყემალაძემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისასმოხალისეთა ერთობის მნიშვნელობაზე და მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავ შრომაზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

"მინდა სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია.მინდა, მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ სტიქიას შეეწირნენ. ამავდროულად,მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ მოხალისისა და მეხანძრე-მაშველების მიმართ, რომელთაც არნახული, თავგანწირული დახმარება და სამუშაოები ჩაატარეს ასეთ მძიმე პერიოდში. განსაკუთრებით მინდა ის ახალგაზრდები გამოვყო, რომლებმაც არნახული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ყოველდღიურად იყვნენ ჩართულები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან თბილისის მერი კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები, ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დასასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მემორიალთან დაღუპულთა სულებისმოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით აღდგა

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით აღდგა

27 წუთის წინ

"კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228