ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

13 ივნისს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გადავიდეს ახალ ეტაპზე. მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების გატარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი წინაპირობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესების, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნა.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი, ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივა სხვადასხვა სექტორში.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167