ფიფას 68-ე კონგრესს მოსკოვი მასპინძლობს

ფიფას 68-ე კონგრესს მოსკოვი მასპინძლობს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო (ფიფა) მოსკოვში, მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატის დაწყებამდე, დღეს 68-ე კონგრესს ატარებს, სადაც ფიფას მმართველი ორგანოს  ხელმძღვანელები, წევრ ორგანიზაციებთან ერთად, ფიფას დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და 2019-2022 წლების საბიუჯეტო ციკლს განიხილავენ. 

დღესვე მოსკოვის საგამოფენო ცენტრში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას აირჩევენ.

23-ე მუნდიალის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად ერთის მხრივ, მაროკო, მეორე მხრივ, ერთობლივად აშშ, მექსიკა და კანადა იბრძვიან. სამივე ქვეყანას პარალელურად სურს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა.

ფიფას კონგრესს საქართველოდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტები კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი ესწრებიან.

შეგახსენებთ,რომ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების დელეგაციები, თბილისშიც იმყოფებოდნენ და მიმდინარე წლის აპრილ-მაისში შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

პანამა განადგურდა, ინგლისი ჯგუფში გალიდერდა, ჰარი კეინი კი ბომბარდირთა დავაში

პანამა განადგურდა, ინგლისი ჯგუფში გალიდერდა, ჰარი კეინი კი ბომბარდირთა დავაში

6 წუთის წინ

ინგლისის ნაკრების ლიდერმა ჰეთთრიქი შეასრულა და ჯამში გატანილი 5 გოლი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით ჰარი კეინი ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა და თითო გოლით ჩამოიტოვა პორტუგალიელი რონალდო და ბელგიელი ლუკაკუ.  ინგლისმა განსაკუთრებით...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207