დონალდ ტრამპი: მადლობა კიმ, ჩვენი შეხვედრა ისტორიული იყო

დონალდ ტრამპი: მადლობა კიმ, ჩვენი შეხვედრა ისტორიული იყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, რომ „მსოფლიოში პოტენციური ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად უდიდესი ნაბიჯი გადადგა". ამის შესახებ მან Twitter- ზე დაწერა.

"არავითარი რაკეტის გაშვება, ბირთვული ტესტების ჩატარება ან კვლევა. მძევლები ოჯახში დაბრუნდნენ. მადლობა, კიმ, ჩვენი შეხვედრა ისტორიული იყო! ",- წერს ტრამპი. 

მან ასევე დასძინა, რომ ერთი წლის წინ "ექსპერტები და ადამიანები, რომლებიც ადრე ამ საქმეს ვერ აკეთებდნენ, შერიგებასა და მშვიდობას ითხოვდნენ“, თუმცა ახლა საპირისპიროს მოითხოვენ.
"გთხოვთ, შეხვდეთ, არ დაიწყოთ ომი. ახლა, როდესაც ჩვენ შევხვდით და კიმ ჩენ ინთან ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს,ისინი ყვირიან: "არ უნდა შეხვედროდით, ნუ შეხვდებით!", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

17 წუთის წინ

"ახლა ჩვენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის უნდა ვიმუშაოთ," - განაცხადა ტრამპმა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, "სავაჭრო ურთიერთობების გამო $ 500 მილიარდი დაკარგა", დაფიქრდით, $ 500 მილიარდი," - განაცხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207