კობახიძე: მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი მონაწილეობდა

კობახიძე: მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი მონაწილეობდა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულის ინციდენტში საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი მონაწილეობდა. 

მისივე თქმით, ამის შესახებ წერილი პარლამენტმა ქვემო ქართლის პროკურატურიდან მიიღო.  

"დანაშაულის პრეზუმციას ბუნებრივია ჩვენ ვიცავთ, რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ვიტყვი, რომ სავარაუდოდ ამ ინციდენტში გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.  

შემოვიდა წერილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლიდან ბატონი მამუკა ვასაძისგან, საქართველო პარლამენტის სტატუსის საქართველოს კანონის შესახებ მე-18 მუხლის, მე-2 ნაწილისა და საქართველო პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს 11 საათზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში, გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ  სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1 პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აუცილებელია ამ ძლიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა, აუცილებელია თოთოეული მონაწილის დასჯა და მას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ინაშვილი: ვინც რეჟიმის ნაწილი იყავით მოლაშვილის წამებაზე და სხვა დანაშაულებზე დაიკითხებით!

ინაშვილი: ვინც რეჟიმის ნაწილი იყავით მოლაშვილის წამებაზე და სხვა დანაშაულებზე დაიკითხებით!

32 წუთის წინ

მისი თქმით, პარლამენტში შეტანილი აქვთ რეზოლუციის პროექტი და ბიუროზე მომავალ ორშაბათს გავა. "ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ ქართველი ხალხისთვის, რაც იქ ხდება, იმიტომ რომ მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს, ბოკერიაზე ვამბობ...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207