კვიციანი: მივმართავთ პროკურატურას, არ ითანამშრომლონ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან

კვიციანი: მივმართავთ პროკურატურას, არ ითანამშრომლონ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან

"საქართველოს პატრიოტების" წევრი, ემზარ კვიციანი, პროკურატურას მიმართავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისასთან არ ითანამშრომლონ. 

"მოსახლეობაში უკვე მუსირებს აზრი, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი ოკუპირებულია ბოკერიას ჯგუფის მიერ. მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება ხდება სწორედ ამ ჯგუფის მიერ. საქართველოს პარლამენტი, რომ ამ ჯგუფის მიერაა ოკუპირებული , ამაზე იმ საგამოძიებო კომისიის შექმნაც მეტყველებს, სადაც მაწამებელმა ბოკერიამ თურმე სამართალი უნდა აღადგინოს.

ჩვენ საქართველოს პატრიოტები, ვუთანაგრძნობთ შვილმოკლულ მამებს, მათი მწუხარების თანამოზიარენი ვართ. ვითხოვთ, რომ გამოძიება ჩატარდეს, მაღალ დონეზე, სამართლიანად ჩაატაროს ეს გამოძიება არა სულხან მოლაშვილის მწამებელმა ბოკერიამ, არამედ ობიექტურმა ხალხმა. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული, რეპრესირებული, გონებაწართმეული, დაინვალიდებული ათასობით ადამიანის ბრძოლის შეურაცხყოფაა, როცა სულხან მოლაშვილის მწამებელი, ციხის ბუნტის ორგანიზატორი, ეკლესიის დამაბეველ-დამანგრეველი, 7 ნოემრბის , 26 მაისის აქციების დამარბეველი, კოდორის ხეობის ჩამბარებელი ბოკერია და მისი გუნდი დღეს დომინანტ ძალად არის წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში.

ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას, სწორედ ბოკერიას ფაქტორის გამო. მეტიც, ჩვენ მივმართავთ პროკურატურის წარმომადგენლებს, არ ითანამშრომლონ ხსენებულ კომისიასთან და უარი განაცხადონ ჩვენების მიცემაზე. ყოველი მათგანი იგივე ჩვენებას მისცემს გახარიას უწყებას"- აცხადებს ემზარ კვიციანი. 

პრემიერი ოლიმპიელებს: თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია

პრემიერი ოლიმპიელებს: თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია

9 საათის წინ

„თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია. თქვენი შრომა ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ. მინდა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207