კასპის მუნიციპალიტეტის გუნდიმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირზე იასპარეზა

კასპის მუნიციპალიტეტის გუნდიმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირზე იასპარეზა

12 - 30 ივნისს ქალაქ თბილისში, სრულიად ღვთისშვილთა კავშირის (ინვალიდთა ასოციაცია) ორგანიზებით ტარდება ქალთა ინტეგრირებული ტურნირი (სლოგანი - „შეცვალე სამყარო“). 

ტურნირი ტარდება სპორტის სამ სახეობაში ბოულინგი, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. 12 ივნისს ტურნირი ბილიარდში გაიმართა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტის გუნდი. კასპელები ფინალში ქალაქ თბილისის საკრებულოს გუნდს შეხვდნენ, დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს. გუნდს სამახსოვრო დიპლომი, ხოლო თითოეულ მონაწილეს მედალი გადეცა.

ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პრიპაგანდა - ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სსსმ ბავშვთა მშობლებისა და სხვა მოიწყვლადი ჯგუფების სტიმულირებაა.

სლოგანით „შეცვალე სამყარო“ მიმდინარე ინტეგრირებული ტურნირი ამავდროულად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.
 

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

4 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212