სააკაშვილი: მარტო მარნეულის მერი კი არა,მთელი სუსი და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი

სააკაშვილი: მარტო მარნეულის მერი კი არა,მთელი სუსი და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მარნეულში მომხდარი ფაქტის შემდეგ, არა მხოლოდ მერი, არამედ, სუსის მთელი შემადგენლობა და "მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი". როგორც სააკაშვილი facebook-ის გვერდზე განმარტავს, დადგმული "ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ, მინისტრი ახალაია გადადგა და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ  საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი დააკავა.

"ქოცები,როგორც ყოველთვის,იტყუებიან "შარდის სკანდალთან" დაკავშირებით.ისინი ამბობენ,რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს. დადგმული "ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ, გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი, რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს,აქ მარტო მერი კი არა,სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი",-წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის,  მარნეულის მერი დააკავეს.
გუშინ, სტუდია "მორნიტორმა" გავრცელა სიუჟეტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.
გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ შარდს ისვამს. გავრცელებულ ინფორმაციით, ეს მარნეულის მერის დავალებით მოხდა.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

1 საათის წინ

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207