რატიანი: ხელისუფლების მაღალ შტოებშიც ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ

რატიანი: ხელისუფლების მაღალ შტოებშიც ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ

"ქვეყანაშია მძიმე პოლიტიკური კრიზისი და იმაზე უფრო სერიოზულია კრიზისი, ვიდრე ეს ჩანს გარედან" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გუშინდელმა დღემ დაადასტურა.

რატიანის განცხადებით, ხელისუფლებაშიც ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ.

"საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ხელისუფლების მაღალ შტოებშიც ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ და მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ, ამასაც ვერ ახერხებენ. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ არის ძალიან მძიმე კრიზისი და გარკვეულწილად, ვერ ფლობენ მთლიანად სიტუაციას ხელისუფლებაშიც"-განაცხადა რატიანმა.

კობახიძე: გრიგოლ ვაშაძე ომის მერე რუსულ პასპორტს ვერ შეელია და რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო

კობახიძე: გრიგოლ ვაშაძე ომის მერე რუსულ პასპორტს ვერ შეელია და რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო

10 საათის წინ

"დღეს არის რეალურად სულ 3 კანდიდატი ამ საარჩევნო მარათონში - ეს არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ამ ორმა კანდიდატმა ერთად 27%-ზე მეტი არ უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273