ხარაგაულში, სოფელ ნუნისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულში, სოფელ ნუნისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მაღალმთიანი სტატუსის მქონე ხარაგაულის სოფელ ნუნისში ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

ნუნისის ღვთისმშობლის სახელობის ბერების მონასტრიდან გზის 2 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოლითის ცეტრალურ გზამდე დაიგება. 

ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი ზაფხულობით ასეულობით ტურისტს ღებულობს, ამიტომ სოფელში ინფრტსრუქტურის განვითარებას ადგილობრივები დიდი იმედით ელოებიან. 

ნუნისში მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ მოინახულეს და გზის მიმდინარე პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელში რეგიონული განვითარების ფონდიდან 311,444 ლარით დაფინანსდა. ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5% შადგენს.

წალენჯიხაში 60 წლამდე მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა და ადგილზე გარდაიცვალა

წალენჯიხაში 60 წლამდე მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა და ადგილზე გარდაიცვალა

13 საათის წინ

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის წესის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

USD 2.5694
EUR 2.9242
GBP 3.2752
TRY 0.3726