გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა

გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა. 

შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის შედეგად კი მხიარულთა და საზრიანთა 17 გუნდი შეიქმნა, რომლებიც გურჯაანის „მანსანკანის“ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

"პროექტი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. შესარცევი კონკურსი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა, რომელიც საქართველოში „მანსანკანის“თამაშებს ოფიციალურად ატარებს. სცენარისტები, რომლებიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრების წევრები არიან გამარჯვებულ გუნდებთან იმუშავებენ. ვფიქრობთ, ივნისის ბოლოს პირველი საჯარო კონცერტი გაიმართება, რომელშიც შესარჩევი ტურის შედეგად შერჩეული 17-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჟიური მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.“ - განაცხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.

„მანსანკანი“ სამ ტურად გაიმართება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. საუკეთესო მონაწილეებისგან კი გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები შეიქმნება, რომელიც რეგიონულ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

11 საათის წინ

ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს.  მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებუნათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273