სამადაშვილი: უპრეცენდენტოა, ოფიციალური პირები სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც აზრს მიუღებელი ფორმით გამოხატავენ

სამადაშვილი: უპრეცენდენტოა, ოფიციალური პირები სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც აზრს მიუღებელი ფორმით გამოხატავენ

ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების რეაგირება არ არის საკმარისი და უნდა დაისაჯონ დანაშაულში მონაწილე პირები.

"რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ დღევანდელ ხელისუფლებას უკვე ისე ეშინია საკუთარი ხალხის, რომ გადასულია პირდაპირ ძალადობაზე ვინც აფიქსირებს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებას, ან აკრიტიკებს ხელისუფლებას. ეს არის უპრეცენდენტო მოვლენა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, თუნდაც მიუღებელი ფორმით გამოხატავს საკუთარ შესაძლებლობას და ამის სანაცვლოდ ხელისუფლების ოფიციალური პირები უსწორდებიან წარმოუდგენელი სისასტიკით.

ხელისუფლების რეაგირება, რაც ვნახეთ, არ არის საკმარისი, რეალურად, უნდა დადგინდნენ კონკრეტულად დამნაშავე პირები და ეს არის პირიდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არ არის ის საკითხი, სადაც შეიძლება მხოლოდ თანამდებობის დატოვებან გადაჭრას პრობლემა"-განაცხადა სამადაშვილმა.

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

22 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156