ინგოროყვადან გათავისუფლებული ექიმი: პაციენტს არაფერი ხელშესახები დაზიანება არ ჰქონდა, ამან გააღიზიანა

ინგოროყვადან გათავისუფლებული ექიმი: პაციენტს არაფერი ხელშესახები დაზიანება არ ჰქონდა, ამან გააღიზიანა

“ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” უკვე ყოფილმა ექიმმა მურთაზ მამაგაეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის ბრალდებებს პასუხობს. 

„11 ივნისს, მორიგე ვიყავი. 16 წლის ვაჟი შემოიყვანეს ლავიწის მოტეხილობით. ოპერაცია ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც მიმღებიდან დარეკეს პაციენტი ტრავმატოლოგს ელოდებაო. ასისტენტებმა დაასრულეს ოპერაცია მე მაშინვე ჩამოვედი, მიმღებებში მიმითითეს ახალგაზრდა ქალბატონზე, ეს გახლავთ პაციენტიო. ვკითხე რა გაწუხებთ-მეთქი და მიპასუხა, მტკივა ყველაფერიო. 

ვკითხე, როგორ მიიღო დაზიანება. მითხრა, მე „ნაცმოძრაობის“ წევრი ვარ და აქციაზე ზემოქმედება მოახდინეს ჩემზეო. ვკითხე რა გაწუხებთ-თქო, გავსინჯე როგორც საჭიროა, მენჯი, კიდურები, ავაწევიე ფეხებიც, ხელებიც ავამოძრავებიე - აამოძრავა. ხელების დათვალიერების დროს მარჯვენა მხრის ზემო არეში ორი ხაზი იყო წითელი, აი ლოყაზე რომ ხელი მიგიდიათ დიდი ხნით და შემდეგ გაწითლებულა, აი ეგეთი. არც სისხლჩაქცევა იყო, დაჟილობას თავისი ნიშნები აქვს. უნდა იყოს შეშუპება დალურჯება და ასე შემდეგ.

ვუთხარი, რომ არაფერი ისეთი არ იყო. წამოვედი, იქვე იდგა მაგიდა სადაც კონსულტაციის შედეგი უნდა ჩამეწერა, ჩავწერე. რენდგენის გადაღება არც ჩავთვალე საჭიროდ, რადგან რენდგენზე მოტეხილობა ჩანს. ვურჩიე ცივებ დაიდეთ და მალამო წაისვით-მეთქი. მითხრა, როგორ დაზიანებები არ მაქვსო? ვუთხარი დაზიანება, რომ ყოფილიყო მეტი უნდა ექნა პოლიციას-მეთქი. აქ ისეთი შემთხვეაა, მეტს დაწერ? მეორე მხარე დაგიწყებს დავას, ამიტომ რაც იყო დავწერე ის. 

პაციენტის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ არაფერი ხელშესახები დაზიანება არ ჰქონდა. 

ეს იქნა გაგებული ისე, რომ თითქოს შენ რაღაი „ნაცმოძრაობის“ წევრი ხარ შენთვის მეტი უნდა ექნათ-თქო. ვუთხარი მხოლოდ - მეტი დაზიანება, რომ გქონდეთ მეტი უნდა ექნათ-მეთქი. 

მაგ ქალბატონს იმაზე მეტი გამოკვლევა ჩაუტარდა ვიდრე საჭირო იყო. კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია. სხვას არაფერს არ ითხოვდა, მაგრამ მისი ინტერესი იყო რომ დაფიქსირებულიყო მეტი დაზიანება“, - განაცხადა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგმა, მურთაზ მამაგეიშვილმა პოლიტიკური კუთვნილების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა. მისივე თქმით, ექიმმა მას უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომ ხარ მეტის ღირსი ხარო. 

ცნობისთვის, აღნიშნული ბრალდებების შემდეგ მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

1 საათის წინ

კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის გამო, ზვიად ფხაკაძეს და კახა სირაძის გამოკითხვა ხვალ 15:00 საათზე განახლდება. საგამოძიებო კომისიის 17 კაციანმა შემადგენლობამ გასულ კვირას 51-ე სკოლის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207