დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს!

დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს!

ამის შესახებ ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთნ საუბრის დროს განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, გუშინ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა და საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ეს მდგომარეობა არის მძიმე და მთავრობა უნდა გადადგეს.

 "ჩვენ ვისაუბრეთ" იუნისეფის" კვლევებზე, რატომღაც ეს სასაცილო ჰგონიათ, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე სურათია შექმნილი ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საფუძველი ქვეყანაში უსამარათლობის განცდის, და მთავრობის გადაყენების საკითხი არის დღის წესრიგში დასაყენებელი.

როდესაც ჩვენ ვერ ვართმევთ, ვერცერთი მიმართულებით თავს იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ამას ვავალებთ იმ კომისიას, უმცირესობას, რომელიც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ნერგავდა უსამართლობას. ამასთან, ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი გუნდისთვის არის დაუძლეველი და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება. გუშინ მხოლოდ ვისმენდი და პოზიცია არ დამიფიქსირებია, დღეს ვაფიქსირებ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები და ეს არ ხდებოდეს სარდაფებში. ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს ჭარბვალიანობის შესამცირებლად“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

5 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212