თამარ კორძაია: ივანიშვილი არ აპირებს გიორგი გახარიას გადაყენებას

თამარ კორძაია: ივანიშვილი არ აპირებს გიორგი გახარიას გადაყენებას

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე ,რატომ უჭირს ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშილის მოხსნა და მთავრობის ნაწილობრივ შეცვლა? "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერი პასუხობს.

"მე არ ვფიქრობ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უჭირს მოხსნა, უბრალოდ ის ცდილობს ნაკლები დანაკარგებით განახორციელოს და თუ დღეს იქ რაღაც არეულობა და შეხლა შემოხლა იყო, ეს არფერს ნიშნავს, უბრალოდ ივანიშვილი გადავა ისევ მაფიოზურ მეთოდზე, თითო თითოს დაიბარებს და გაურკვევს ყველაფერს. ეს გარდაუვალია! 

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენებას, იმიტომ რომ გახარია მისი პირადი მინისტრია და ვეთანხმები ყველა იმ მოსაზრებას, რომ ვინც არ უნდა დაინიშნოს ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ის იქნება ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი. უბრალოდ, შეიძლება შეარჩიოს უფრო ეფექტიანად შემსრულებული პრემიერ მისნისტრი"-განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

3 საათის წინ

„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია სტაბილური შემოსავალი,წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172