დავით ჭიჭინაძე: ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს

დავით ჭიჭინაძე: ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა. 

"ჩვენ ვისაუბრეთ" იუნისეფის" კვლევებზე, რატომღაც ეს სასაცილო გონიათ, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე სურათია შექმნილი ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საფუძველი ქვეყანაში უსამარათლობის განცდის, და მთავრობის გადაყენების საკითხი არის დღის წესრიგში დასაყენებელი. როდესაც ჩვენ ვერ ვართმევთ, ვერცერთი მიმართულებით თავს იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ამას ვავალებთ იმ კომისიას, უმცირესობას, რომელიც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ნერგავდა უსამართლობას. ამასთან, ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი გუნდისთვის არის დაუძლეველი და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება.

გუშინ მხოლოდ ვისმენდი და პოზიცია არ დამიფიქსირებია, დღეს ვაფიქსირებ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები და ეს არ ხდებოდეს სარდაფებში. ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს ჭარბვალიანობის შესამცირებლად“–განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

1 საათის წინ

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452