ევროპარლამენტარი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია

ევროპარლამენტარი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია

ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, რადგან  ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორც მან სტრასბურგსი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს ქმნის. 

"რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრიდან 10 წელი გავიდა, რა ვითარება გვაქვს დღეს, დღესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დგანან საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. გვაქვს 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი 10 წელია არ ასრულებს. აღებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, რუსეთმა 2011 წლიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ხალხის დაშორება, იზოლაცია და ე.წ საზღვრის გადმოწევა დაიწყო. კოლეგებო, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ",-განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

14 წუთის წინ

სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ევროკავშირის იურისდიქციაში აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. სანქციების ე.წ შავ სიაში მოხვდა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი დელს როდრიგესი. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207