თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება

თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ (AJC American Jewish committee) ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლის იუბილის საპატივსაცემოდ გამართულ ფორუმში მონაწილება მიიღო.

მასშტაბური ღონისძიება, რომელიც იერუსალიმში გაიმართა, გამორჩეული იყო მრავალრიცხოვანი მონაწილით და მასში, ძირითადად, ამერიკელი ებრაელები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოფიციალური შეხვედრები გამართა: ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ხილიკ ბართან, ქნესეთის წევრებთან დევიდ ბიტანთან და ორი ლევისთან, ამერიკულ-ებრაული კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორთან დევიდ ჰარისთან, პარტია ქულანუს მმართველობის წევრ აქრამ ხასონთან და მშენებლობის მინისტრის მოადგილესთან ჯეკი ლევთან.

„საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს შორის თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების თუ ტურიზმის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან მჭიდრო ურთიერთობები და მხარდაჭერა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები იყო: შრომითი მიგრაცია, რომელთან დაკავშირებითაც ქნესეთის დელეგაცია საქართველოს ეწვევა; ისრაელის ფინანსთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის მომზადება; ქნესეთის ორგანიზებით, ისრაელთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელების ისრაელში ვიზიტი; მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა; ტურიზმი; ინვესტიციები და უვიზო მიმოსვლა.

„მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები აისახება ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

3 საათის წინ

„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია სტაბილური შემოსავალი,წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172