სოფო კილაძე მარნეულის მერზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია

სოფო კილაძე მარნეულის მერზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია

"ადამიანის ღირსების შელახვის ყველა გამოვლინებას, კანონშესაბამისად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში, კილაძე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ადამიანებს პარტიული კუთვნილებით არ არჩევენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველა შესაბამისს ღონისძიებას გაატარებენ, რათა მსგავსს საკითხებზე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიშვნელოვანია, რომ კანონი ყველას თანაბრად შეეხოს, მერი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პირი"- განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სტუდია "მორნიტორმა" გავრცელა სიუჟეტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს. გავრცელებულ ინფორმაციით, ეს მარნეულის მერის დავალებით მოხდა.

მარნეულის მერი პროკურატურამ დღეს დააკავა. 

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

3 საათის წინ

„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია სტაბილური შემოსავალი,წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172