ევროპარლამენტარი: 2008 წლის ომი  გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ევროპისთვის

ევროპარლამენტარი: 2008 წლის ომი გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ევროპისთვის

ევროპარლამენტარმა სანდრა კალნიეტემ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ  2008 წლის აგვისტოს ომი გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ევროპისთვის, რომელიც ევროპამ სათანადოდ ვერ გაიგო. მან ასევე დასძინა, რომ საერთაშოროსო საზოგადოება უნდა დაეხმაროს საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებთან, აგრესიასთან გამკლავებაში. 

"2008 წლის ომის დროს მე ვიყავი საქართველოში, ჩემი თვალით ვნახე თბილისის საჯარო სკოლები, რომლებიც დევნილთა თავშესაფრად გადაიქცა. ვესაუბრე იძულებით გადაადგილებულ პირებს, მოვინახულე დაჭრილები, შევხვდი იმ საერთაშორიოს ორგანიზაციებს, რომლებიც აღწერდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას. მე ვესაუბრე გორში ადგილობრივებს, რომლებიც დაჭრილ ახლობლებზე დაუსრულებალდ საუბრობდნენ. ეს ჩემი მოგონებებია 2008 წლის ომზე.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დღემდე ოკუპირებულია და დევნილები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. 2008 წლის ომი იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ევროპისთვის და ეს სიგნალი ევროპამ სათანადოდ ვერ გაიგო. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებთან, აგრესიასთან გამკლავებაში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და ჰიბრიდული ომები დასავლეთის წინააღმდეგ, ამ რეალობის წინაშე ვართ დღეს",-აცხადებს ევროპარლამენტარი, რომლის თარგმანს ტელეკომპანია  "იმედი" ავრცელებს.    

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

22 წუთის წინ

ხმის მიცემის დროს შინძო აბეს მხარი 510-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს, იაპონელ პოლიტიკოსს სიგურუ ისიბას - 254-მა. ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მთავრობას 2021 წლამდე შინძო აბე უხელმძღვანელებს, თუ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია კვლავ...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156