ჰოკმარკი: თუ არ დავიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს, მაშინ ვერც სხვა ევროპულ ქვეყნებს დავიცავთ

ჰოკმარკი: თუ არ დავიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს, მაშინ ვერც სხვა ევროპულ ქვეყნებს დავიცავთ

სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭრეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტარებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიუღებელია და რომ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია ოკუპაციით გაგრძელდა.

შვედი ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მაშინ იგი ვერც კავშირის წევრ ქვეყნებს დაიცავს.

"თუ ჩვენ არ დავდგებით საქართველოს გვერდით და არ დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაშინ ჩვენ ვერ დავიცავთ სხვა ევროპული სახელმწიფოების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

საქართველოში რუსეთის შეჭრა არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ოკუპაციის დროს ხდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას", - აცხადებს ჰოკმარკი.

სომხეთის პოლიციამ ყოფილი პრემიერის ძმა დააკავა

სომხეთის პოლიციამ ყოფილი პრემიერის ძმა დააკავა

1 საათის წინ

"ალექსანდრ სარქსიანი საიათ ნოვას ქუჩიდან იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ", - განაცხადა აგარონიანმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღზე საუბრობდა. ალექსანდრ სარქისიანი სომხეთის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207