ევროპარლამენტარი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას

ევროპარლამენტარი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას

ევროპარლამენტარი კლედ მუდი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც მან სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული კონფლიქტის გადაჭრა უმნიშვნელოვანესია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. 

"რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას. რეჟიმი ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს და კონსტრუქციული მონიტორინგის მისიას, ევროსაბჭოს, გაეროს და ეუთო-ს მონიტირებს. რუსეთი ისევ აგრძელებს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაციას. საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ხდება მოქალაქეების დაკავება და გატაცება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამ კონფლიქტის გადაჭრა უმნიშვნელოვანესია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მხარს ვუჭერთ ჩვენი ქართველი კოლეგების სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

ვფიქრობ, 10 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ და ხელი შევიწყოთ მავთულხლართების მიღმა მყოფ ადამიანებს, რომ მათ უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან",-განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

ილონ მასკს გადაღლილობისა და უძილობის პრობლემა აწუხებს

ილონ მასკს გადაღლილობისა და უძილობის პრობლემა აწუხებს

31 წუთის წინ

მილიარდერმა აღიარა, რომ ასეთი რეჟიმის გამო, მას სრულფასოვნად არ ძინავს და ზედმეტი გადაღლილობის გამო პრობლემები შეექმნა. მასკის თქმით, ახლობლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან. ილონ მასკის თქმით, გასული წელი მის...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452