საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და "დოიჩე ბანის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს" - აცხადებს მისტერ დოლი.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ, "დოიჩე ბანთან" ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის", - განმარტავს დავით ფერაძე.

საქართველოს რკინიგზამ "დოიჩე ბანის" სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა.  პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. "დოიჩე ბანი" კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს "დოიჩე ბანის" შვილობილი კომპანია "დიბი შენკერი" განახორციელებს.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

საქართველოს რკინიგზისა და "დოიჩე ბანის" პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

2 საათის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. ახალ ავიარეისთან დაკავშირებით სასტუმრო ჰუალინგში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  ეკონომიკისა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207