კახა კალაძე: დაფუძნდება მარათონი "თბილისი" - გელოდებით ყველას 24 ივნისს

კახა კალაძე: დაფუძნდება მარათონი "თბილისი" - გელოდებით ყველას 24 ივნისს

თბილისის მერის კახა კალაძის ინისციატივით, მარათონი "თბილისი" დაფუძნდება, რომელიც სტარტს 24 ივნისს ვაკის პარკიდან აიღებს.

მისი თქმით, მარათონი ყოველწლიურად გაიმართება. 

"მინდა გაცნობოთ ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომელიც ეხება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვას.

დაფუძნდება მარათონი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, რასაკვირველია, სპორტსმენებს.

მარათონი გაიმართება 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე.

გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, განსაკუთრებით მომავალ თაობებს მივცეთ მაგალითი, რათა მეტად დაკავდნენ სპორტით და დავამკვიდროთ ქალაქში კიდევ ერთი ჯანსაღი ტრადიცია.

მარათონი მიიღებს ტრადიციულ ხასიათს და გაიმართება ყოველწლიურად. პირადად მე მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩაერთონ ღონისძიებაში. 


გელოდებით ყველას - პოლიტიკოსებს, ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს, თქვენც ჟურნალისტებს, 24 ივნისს, კვირას, 9:00 საათზე, ვაკის პარკთან და გავუწიოთ ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაცია", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11 წუთის წინ

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება ხდება. ტერიტორიაზე ასევე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. ჭილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ჭილაძის ქუჩაზე...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224