გარდაბნის გზატკეცილზე, N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად გადაეცემათ

გარდაბნის გზატკეცილზე, N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად გადაეცემათ

გარდაბნის გზატკეცილზე, N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად გადაეცემათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გრძელდება საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი. დღეს განსახილველად გამოგვაქვს საკითხი, რომლის მიხედვით კიდევ 27 ოჯახს უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად გადაეცემა. გარდაბნის გზატკეცილი N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს 1990-91 წლებში საცხოვრებელი ფართები სამსახურებრივი უწყებისგან (მაშინდელი „სპეც-ტექნიკის“ ქარხანა) უნდა გადასცემოდათ. ვინაიდან, 90-იან წლებში ვერ მოხდა შენობის დასრულება, მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გადახურა კორპუსი, უზრუნველყო შიდა კომუნიკაციების გაყვანა და კეთილმოწყობა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, წლების განმავლობაში ეს ადამიანები ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს ოჯახები არ არიან სახელმწიფო ქონებაში შეჭრილები. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მათ უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად გადაეცემათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გამართეს

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გამართეს

11 წუთის წინ

მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობის აშშ-ში ვიზიტი შეაჯამეს და საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. მაიკლ...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156