საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფატზე დააკავეს

საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფატზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით,  აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ზუგდიდში ჩაის სახლი "ალერტი" შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

ზუგდიდში ჩაის სახლი "ალერტი" შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

1 საათის წინ

წინასწარი ინფორმაციით წაღებულია 500 ლარი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 179 მუხლით, რაც ყაცაღობას გულისხმობს.

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167