მეზვრიშვილი: პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, კარვები მშვიდობიანად გადავიტანეთ

მეზვრიშვილი: პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, კარვები მშვიდობიანად გადავიტანეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს პოლიციის მიერ კარვების აღების შესახებ განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და კარვებიც კანონის სრული დაცვით გადაიტანეს გზის სავალი ნაწილიდან.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კარვები აბსოლუტურად მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში გადავიტანეთ ტროტუარზე, მოქალაქეებს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მშვიდობიან გარემოში, უკვე ტროტუარზე მოეხდინათ. ყველამ კარგად ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ეს კარვები უკვე ამ ადამიანების მხრიდან გამოიყენებოდა არა როგორც გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც ჩვენც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, იმიტომ, რომ, როგორც სამართალდამცავი ორგანო, ჩვენც პატივს ვცემთ კანონს... ეს კარვები, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ გამოიყენებოდა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარავში შესულ პოლიციელებს ჯერ ერთი - არ უშვებდნენ, მეორე - შიგნით შესულ პოლიციელებს რომლებსაც, რომლებსაც აბსოლუტურად ჰქონდათ ამისი უფლება, იმიტომ, რომ ეს არ იყო ვიღაცის კერძო საკუთრება, სადაც შესვლას, მაგალითად, მოსამართლის განჩინება სჭირდება, პირობითად რომ ვთქვათ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. 

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

5 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207