მეზვრიშვილი ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე: ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე

მეზვრიშვილი ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე: ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე

"ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ მათ შორის მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ იმას და არ კითხულობენ გვაქვს კი მტკიცებულებები საიმისო რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "პირველის " ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაცხადა.

"გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ იმიტომ, რომ ვიღაცეების მოსაზრებით და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაცა არის მკვლელი, ასე არც დაკავება ხდება პირის, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება - ირიბი მტკიცებულება მათ შორის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ. შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც სხვათაშორის ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი", - აღნიშნა მეზვრიშვილმა. 

პროკურატურა "პალიტრა მედიაში" შესვლაზე: "კოლორპაკმა" ბიუჯეტიდან 1600000 დოლარი მიიღო-ხორციელდება მონიტორინგი

პროკურატურა "პალიტრა მედიაში" შესვლაზე: "კოლორპაკმა" ბიუჯეტიდან 1600000 დოლარი მიიღო-ხორციელდება მონიტორინგი

13 საათის წინ

"საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273