ნათია მეზვრიშვილი: მკვლელი ვინ არის, ეს ბატონ ზაზა სარალიძეს შსს-მ უთხრა

ნათია მეზვრიშვილი: მკვლელი ვინ არის, ეს ბატონ ზაზა სარალიძეს შსს-მ უთხრა

"მკვლელი ვინ არის, ეს ბატონ ზაზა სარალიძეს შსს-მ უთხრა, მაშინ როცა დააკავა ეს პირები და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"გასაგებია რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა იყო ობიექტური გარემოებები. რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, ამაზე ბევრი ვისაუბრე.

ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, დავხატეთ სრული სურათი თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი. ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამწუხაროდ, გადაწყვეტილება გამოიტანა ერთ შემთხვევაში განზრახ მკვლელობის და მეორე შემთხვევაში მკვლელობის მცდელობის მიმართულებით.

სამწუხაროა, რომ ზაზა სარალიძე არ ნდობა შსს-ს, ეს ადამიანურად ჩემთვის გასაგებია, თუმცა მე მას მოვუწოდებ, რომ ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი 2 პირის დაკავების სახით დავაყენეთ, მიუხედავად ამისა, თუ გამოვლინდება მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობა, ან ეჭვი გაჩნდება და დადასტურედება ეს მტკიცებულებები, დამერწმუნეთ ამ საქმეზე შედეგი დადგება. პირობითად ვამბობ, თუ იქნება მესამე მკვლელი, შსს შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე, ვარაუდებზე დაყრდნობილი განცხადების გავრცელებისგან.

ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს საგამოძიებო კომისიის ფორმატში. რაც შეეხება ჭრილობების და მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები. სამწუხაროდ ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგი დადგეს სააპელაციო სასამართლოში და ამის პარალელურად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ ამ საქმეში მე-3, მე-4 და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მე როგორც იურისტი არ ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებს და ვფიქრობ მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე №51 საშუალო საკოლის მოსწავლეები დავით სარალიძისა და ლევან დადინაშვილი მოკლეს. შსს-მ არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა.

2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 არასრულწლოვანი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში. თუმცა, სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობისთვის 9 წელი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დადუნაშვილისა და სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოს სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობისთვიდ 10 წელით და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-მ მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანის დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ცნობისთვის, მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 საშუალო საკოლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო საკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, აღნიშნული საქმის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს და მის დასჯას უკვე 6 თვეა ითხოვს. 

თემქაზე, საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თემქაზე, საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

7 წუთის წინ

მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად 300 კვ.მ ფართობი დაიწვა. ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156