შალვა ნათელაშვილი: განათლების მინისტრი ტყემალზე ზის

შალვა ნათელაშვილი: განათლების მინისტრი ტყემალზე ზის

"ასე მოგვიკლეს ბავშვები მეექვსე კლასელებით გატენილი ავტობუსი. იმ ავტობუსს ესკორტი არ გაჰყვა. დედამიწის არცერთ ქვეყანაში ავტობუსში ბავშვების ჩასმა არ ხდება. მარტო ჩვენი შვილები უნდა ჩასვან. ამათმა შვილებმა დაცვებით და ვიპ-თვითმფრინავებით უნდა იარონ. გამოდის განათლების მინისტრი, მაპატიეთ და ტყემალზე ზის. აცხადებს, ამის შემდეგ ავტობუსს ესკორტის გარეშე აღარ გავუშვებთო. კი მაგრამ აქამდე რატომ უშვებდით?! ეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ნორმებია! ხელისუფლებაა კოლექტიური მკვლელი. ხელისუფლებაა სოციალური მკვლელობის ორგანიზატორი, ეკონომიკურის, ბიზნესმკვლელობის, საბანკო მკვლელობის და მათ შორის პირდაპირი გაგებით ახალგაზრდების მკვლელობის და ხალხმა ეს კარგად იგრძნო. მაგრამ, ვიმეორებ პოლიტიკური შემადგენლის გარეშე დაწყებული პროცესი განწირულია დასამარცხებლად. ყველა პარტია გავედით პირველ დღეს აქციაზე, ჩვენი აგორებულია ეს პროცესი", - ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანი მას შეეკამათა: "თქვენი აგორებული რანაირად არის? ატირებული მამა დაინახეს და ხალხი ისე გავიდა იქ. პოლიტიკური პარტიების მოწოდებით არავინ არ გასულა. მეც ვიყავი აქციაზე, მაგრამ დამიჯერეთ პოლიტიკური ლიდერების განცხადების გამო არ ვყოფილვარ!"

ნათელაშვილმა კი ჟურნალისტს ასე მიმართა: "ინგა ნუ აღვივებ ანტიპარტიულ განწყობებს, ეს ქვეყანას დაანგრევს! თქვენ ერთ დროს იყავით პარტიულიც, დეპუტატიც. თუ ასე გეჯავრებოდათ პარტია, რატომ გაწევრიანდით?" - რაზეც გრიგოლია პასუხობს: 

"არ ვავღვივებ ანტიპარტიულ განწყობებს. მერე რა რომ ვიყავი პარტიაში? ვთქვი, რომ ვერ ვიპოვე ჩემი თავი პარტიაში. ბატონო შალვა ჩემს ბოსტანში კენჭების სროლა არ გამოგივათ. მე ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით როდესაც მივხვდი რომ უვარგისი აღმოჩნდა ჩემი როლი პოლიტიკაში დავტოვე საკრებულოს დეპუტატის მანდატი და წავედი სახლში. ამიტომ ჩემს ბოსტანში სროლა არ გინდათ", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ, რაზეც ნათელაშვილმა უპასუხა: 

"თქვენი ინტელექტი ახლაც საჭიროა პოლიტიკაში და ჩემი პარტიის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!"

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

1 საათის წინ

კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის გამო, ზვიად ფხაკაძეს და კახა სირაძის გამოკითხვა ხვალ 15:00 საათზე განახლდება. საგამოძიებო კომისიის 17 კაციანმა შემადგენლობამ გასულ კვირას 51-ე სკოლის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207