ნათელაშვილი გრიგოლიას: ივანიშვილის ადვოკატობა გამოგდით!

ნათელაშვილი გრიგოლიას: ივანიშვილის ადვოკატობა გამოგდით!

"ივანიშვილის არსებობის ერთადერთი საფუძველი ანტიპარტიული იდეოლოგიაა. იმიტომ რომ მისი მტერი პოლიტიკაა", - ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რომ სხვა პარტიებიც ხომ გაემიჯნენ კვირის აქციას? - რამაც შალვა ნათელაშვილის გაბრაზება გამოიწვია. 

"ინგა ისევ არ მალაპარაკებ. გამოგდით, ივანიშვილის ადვოკატობა", - თქვა ნათელაშვილმა, რაზეც გრიგოლიამ უპასუხა: 

"კარგით რა, არ გამოგივათ ჩემთვის მაგის დაბრალება", - ნათელაშვილმა კი უპასუხა: 

"არც თქვენ გამოგივათ ჩემი გაჩერება". 

ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რომ პარტიები - "თავისუფალი დემოკრატები", "შენების მოძრაობა", "გირჩი", "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკელები" აქციაზე არ მივიდნენ... ამაზე ნათელაშვილი პასუხობს: 

"თქვენ ჩამომითვალეთ პოლიტიკური მიცვალებულები. რა "გირჩი", რა ფიჭვი. ნარკობარიგების რაღაცა პარტია შექმნეს. საზოგადოებას ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ის "რესპუბლიკელები" ათას იმაზე გადამხტარი... რა თავისუფალი დემოკრატები, ლიდერები გაიქცნენ, დარჩა ორი ქალბატონი და საცოდავად დარბიან იქით-აქეთ. 

"ევროპული საქართველო" იყო კონსულტაციებში. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გავილაშქრებთ კომისიაზე თუ ეს პროცესს წაადგება და ამავე დროს მოვითხოვთ მაჩალიკაშვილის ეპიზოდის ჩართვასაც", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

2 საათის წინ

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ პოზიციას, რომელიც ეხება ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხს. ეს სარჩელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207