ნათელაშვილი:რა გირჩი და ფიჭვი,ბარიგების პარტია შექმნეს,რა ათას იმაზე გადამხტარი რესპუბლიკელები...

ნათელაშვილი:რა გირჩი და ფიჭვი,ბარიგების პარტია შექმნეს,რა ათას იმაზე გადამხტარი რესპუბლიკელები...

"ივანიშვილის არსებობის ერთადერთი საფუძველი ანტიპარტიული იდეოლოგიაა. იმიტომ რომ მისი მტერი პოლიტიკაა", - ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რომ სხვა პარტიებიც ხომ გაემიჯნენ კვირის აქციას? - რამაც შალვა ნათელაშვილის გაბრაზება გამოიწვია. 

"ინგა ისევ არ მალაპარაკებ. გამოგდით, ივანიშვილის ადვოკატობა", - თქვა ნათელაშვილმა, რაზეც გრიგოლიამ უპასუხა: 

"კარგით რა, არ გამოგივათ ჩემთვის მაგის დაბრალება", - ნათელაშვილმა კი უპასუხა: 

"არც თქვენ გამოგივათ ჩემი გაჩერება". 

ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რომ პარტიები - "თავისუფალი დემოკრატები", "შენების მოძრაობა", "გირჩი", "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკელები" აქციაზე არ მივიდნენ... ამაზე ნათელაშვილი პასუხობს: 

"თქვენ ჩამომითვალეთ პოლიტიკური მიცვალებულები. რა "გირჩი", რა ფიჭვი. ნარკობარიგების რაღაცა პარტია შექმნეს. საზოგადოებას ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ის "რესპუბლიკელები" ათას იმაზე გადამხტარი... რა თავისუფალი დემოკრატები, ლიდერები გაიქცნენ, დარჩა ორი ქალბატონი და საცოდავად დარბიან იქით-აქეთ. 

"ევროპული საქართველო" იყო კონსულტაციებში. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გავილაშქრებთ კომისიაზე თუ ეს პროცესს წაადგება და ამავე დროს მოვითხოვთ მაჩალიკაშვილის ეპიზოდის ჩართვასაც", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

კობახიძე: გრიგოლ ვაშაძე ომის მერე რუსულ პასპორტს ვერ შეელია და რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო

კობახიძე: გრიგოლ ვაშაძე ომის მერე რუსულ პასპორტს ვერ შეელია და რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო

10 საათის წინ

"დღეს არის რეალურად სულ 3 კანდიდატი ამ საარჩევნო მარათონში - ეს არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ამ ორმა კანდიდატმა ერთად 27%-ზე მეტი არ უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273