შალვა ნათელაშვილი: "მთავრობა ჩამოშლილია, დისკრედიტირებულია, ბოთლებმორტყმულია"

შალვა ნათელაშვილი: "მთავრობა ჩამოშლილია, დისკრედიტირებულია, ბოთლებმორტყმულია"

"მოხდა ის. რაც უნდა მომხდარიყო ისტორიულად, ზნეობრივად, სამართლებრივად. ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება. ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება. ხალხის ნებამ და საპროტესტო ტალღამ ჩამოშალა მთავრობა. დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, შევცვალოთ რეჟიმი", -  ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"დღევანდელი შეკრება შეიძლება მოინათლოს, როგორც ცნობილი აფორიზმი - პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო. სირაქლემამ რამდენი ხანი უნდა ჩაყოს ქვიშაში თავი? მთავრობა ჩამოშლილია, დისკრედიტირებულია, ბოთლებმორტმულია, ხალხის მრისხანება გამოვლილია. შესაბამისად არ  დარჩათ ოდნავ ნორმალური მართვის რესურსი და გადავიდნენ კარვების აღებაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

2 საათის წინ

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452