უდუმაშვილი:ხომ ვიცით, რომ "ოცნებაში" დღეს საუბარი შანტაჟის ენით იყო, ვინ გაიწირებოდა და ვინ-არა?!

უდუმაშვილი:ხომ ვიცით, რომ "ოცნებაში" დღეს საუბარი შანტაჟის ენით იყო, ვინ გაიწირებოდა და ვინ-არა?!

"მე არ ვაკნინებ UNICEF-ის დასკვნას, რომელიც მართლა საგანგაშოა და მხოლოდ ეს დასკვნაა საკმარისი, რომ მთავრობის მთელი შემადგენლობა წავიდეს სახლში. ყოველ შემთხვევაში ეკონომიკური გუნდი მაინც", - ასე გამოეხმაურა გადაცემა "რეაქციის" ეთერში "ქართული ოცნების" ოფისში გამართული მთავრობისა და უმრავლესობის შეხვედრა, სადაც არსებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნული ცნობა კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ გაეროს ეგიდით გამოქვეყნებულ დასკვნაზე იმსჯელეს.

"მაგრამ, ყველამ ხომ ვიცით, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ხომ ვიცით, რომ მინისტრებს შორის და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა საუბარი შანტაჟის ენით, ანუ ვინ გაიწირებოდა და ვინ - არა. შესაბამისად მიდიოდა ხელის გადაგრეხვა. თქვენ სწორად გადათარგმნეთ უმრავლესობის ლიდერის განცხადება და მეც სწორედ ასე გადავთარგმნე, რომ ახლა კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა UNICEF-ით უნდა "გაპრავდეს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167