ბოკერია: პირველი 2 დღის პროტესტის შემდეგ "ოცნებას" რა ინსტრუმენტებიც გამოვგლიჯეთ, გამოვიყენოთ

ბოკერია: პირველი 2 დღის პროტესტის შემდეგ "ოცნებას" რა ინსტრუმენტებიც გამოვგლიჯეთ, გამოვიყენოთ

"ხელისუფლება შეაშინა იმ მოქალაქეების გამოჩენამ და პროტესტმა, რომლებიც აქამდე სამოქალაქო პროტესტში არ მონაწილეობდნენ და არ არიან აფილირებული არცერთ პარტიასთან, ეს არის ყველაზე სახიფათო ხელისუფლებისთვის", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

კითხვაზე, ამის მიუხედავად მისმა პარტიამ მაინც უარი თქვა აქციებში მონაწილეობაზე, - პასუხობს:

"იმიტომ რომ კვირას გამართული აქციის მონაწილე პარტიებთან გვაქვს დიდი განსხვავებები, ღირებულებითი, პრაგმატული, სტრატეგიული თვალსაზრისით. ახლა ამ დროს პრობლემებს ხომ არ გავაღრმავებთ. შიგნით კინკლაობას ხომ არ დავიწყებთ?! ჩვენ ყველა მშვიდობიან, ლეგიტიმურ პროტესტს მხარს ვუჭერთ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად თავს არავის ვესხმით. საზოგადოების პროტესტის შემდეგ რა ინსტრუმენტებიც ხელისუფლებას გამოვგლიჯეთ პროტესტის პირველ ორ დღეში, ის უნდა გამოვიყენოთ. ყველას პატივს ვცემთ, იმათაც ვინც მერე იდგა აქციაზე, მაგრამ ფაქტია იმ ორმა დღემ გადაწყვიტა. ჩვენ ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა ზეწოლა გავაგრძელოთ, ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

23 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156