გია ხუხაშვილი თალაკვაძის განცხადებაზე: ეს იყო კომედიის ღირსეული ფინალი

გია ხუხაშვილი თალაკვაძის განცხადებაზე: ეს იყო კომედიის ღირსეული ფინალი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მხიარული დღე იყო. მისი თქმით, დაძაბული დღეების შემდეგ მხიარული დღეები და განტვირთვაც საჭიროა.

ასე გამოეხმაურა „აიპრესთან“ პოლიტოლოგი უმრავლესობის „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომას, რომელზეც არსებული ინფორმაციით სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილათ, მათ შორის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეცვლის საკითხი, თუმცა შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევა და მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამთავრობო ცვლილებებზე არ უმსჯელიათ.

„თალაკვაძის განცხადების კომენტირება შეუძლებელია. ეს იყო კომედიის ღირსეული ფინალი. გვითხრა, რომ იმ დოკუმენტს ვიხილავდითო, რომელიც დარწმუნებული ვარ 99%-ს არ აქვს წაკითხული“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

2 საათის წინ

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ პოზიციას, რომელიც ეხება ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხს. ეს სარჩელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207