გია ხუხაშვილი უმრავლესობის სხდომაზე: დაძაბული დღეების შემდეგ მხიარული დღეებიც გვჭირდება

გია ხუხაშვილი უმრავლესობის სხდომაზე: დაძაბული დღეების შემდეგ მხიარული დღეებიც გვჭირდება

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მხიარული დღე იყო. მისი თქმით, დაძაბული დღეების შემდეგ მხიარული დღეები და განტვირთვაც საჭიროა.

ასე გამოეხმაურა „აიპრესთან“ პოლიტოლოგი უმრავლესობის „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომას, რომელზეც არსებული ინფორმაციით სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილათ, მათ შორის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეცვლის საკითხი, თუმცა შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევა და მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამთავრობო ცვლილებებზე არ უმსჯელიათ.

გია ხუხაშვილი: მხიარული დღე იყო. ასეთი დაძაბული დღეების შემდეგ მხიარული დღეებიც გვჭირდება და განტვირთვა.

აბსოლუტურად ლოგიკურია... ის, რომ რეფორმაა საჭირო, ამაზე მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ასეთი საკითხები არ წყდება უმრავლესობის სხდომაზე. კვირიკაშვილს, როგორც ადამიანს ხომ უნდა გაუფრთხილდე?! ამ თემაზე საუბარი რომც ყოფილიყო, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თვითონ გამოაცხადოს ამის შესახებ და არა რომ ვიღაცებმა აკეთონ კომენტარები მის გადადგომაზე. ეს არასწორი იქნებოდა. ადამიანურადაც არასწორი იქნებოდა და მეც არ ვურჩევდი. სხვა სუბიექტური ფაქტორებიც დაემთხვა, ასე რომ ყველაფერი ლოგიკურდ ვითარდება.

ჟურნალისტების მოლოდინი, რომ ეს მინისტრი გადადგება და ის მინისტრი, არაკვალიფიციური იყო და აგიხსნით რატომაც. თუ პრემიერ-მინისტრი მიდის ცალკეული მინისტრების გადადგომაზე ვინ მიდის და ვინ რჩება, არასწორია. ვინაიდან, ჩვენი კონსტიტუციით, ამ დროს ყველა მინისტრი გადამდგარია.

თუმცა მოვალეობას ასრულებენ...

კი, მოვალეობას ასრულებენ. ახალი პრემიერი მინისტრთა ახალ კაბინეტს წარადგენს და არსებული მინისტრებიდან შეიძლება არცერთი აღარ იყოს. ანუ მის კომპეტენციაში გადადის. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი.

ანუ თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ იმ აზრს ანვითარებთ, რომ ამ მხიარულ დღეში არა მარტო „ქართული ოცნება“ ჟურნალისტებიც მთავარი მოქმედი გმირები ვიყავით?

დიახ, ჟურნალისტებიც იყვნენ, თუმცა ბევრს ჰქონდა ინფორმაცია რომ ამ დონის განხილვა მიდიოდა და როდესაც ეს სხდომა დაინიშნა, ყველამ ჩათვალა, რომ ამ თემაზე გაკეთდებოდა განცხადება. ანუ სულსწრაფობა გამოავლინეს ჟურნალისტებმა, რაც ლოგიკურია და ამაში დასაძრახი არაფერია. ეს მწყობრი ლოგიკაა, მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით აქვს ნაკლი.

პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე ხომ არ შეიცვალა პრემიერის შეცვლის გადაწყვეტილება? ამაზეც ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ?

ყველაფერი შეიძლება. რომც ყოფილიყო კვირიკაშვილის გადადგომაზე ლაპარაკი, ბუნებრივია იქიდან გამოსული დეპუტატები ვერ გამოაცხადებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ეს კვირიკაშვილის შეურაცხყოფა იქნებოდა. კვირიკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ თავად გამოაცხადოს გადაწყვეტილება, ის უნდა მოემზადოს ბრიფინგისთვის. ამას მაგალითისთვის ვამბობ. თალაკვაძის მიკროფონიდან გამოსაცხადებელი ვერ გახდებოდა ეს თემა, არასწორი იქნებოდა.

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

22 წუთის წინ

"მე არ მინდა რომ გავაჟღერო წინასწარ კითხვები და წინასწარ მოვამზადო დასაბარებელი პირები. კომისიის სხდომაზე ისეთი კითხვები დაისმება და ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც თქვენ პირველი რეაქცია გექნებათ გაკვირვების. როგორ შეიძლება, რომ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167