ისრაელის პოლიციამ ქვეყნის პრემიერი დაკითხა

ისრაელის პოლიციამ ქვეყნის პრემიერი დაკითხა

ისრაელის პოლიცია პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციაში მივიდა. დაკითხვის დროს მან კორუფციის საქმეზე რამდენიმე კითხვას უპასუხა, მათ შორის შეკითხვები ეხებოდა ისრაელისთვის გერმანული კომპანია ThyssenKrupp- ისგან წყალქვეშა ნავებისა და გემების 2 მილიარდ დოლარად შეძენას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.

როგორც ისრაელის პოლიციის სპიკერმა, მიკი როზენფელდმა განაცხადა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ საქმეზე ჩვენება პირველად მისცა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ხელმძღვანელი მოწმედ დაკითხეს.
საპატრულო კატერების შესყიდვის საქმეზე გამოძიება 2016 წლიდან გრძელდება. საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე დააკავეს ისრაელში გერმანული კომპანიის წარმომადგენელი მიკი განორი, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი ავრიელ ბარ-იოსეფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვობს, რომ ამ უკანასკნელმა კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

კიდევ ერთი მოპასუხე ნეთანიაჰუს ადვოკატია, რომელიც გერმანულ კომპანიასთან გარიგებაში იყო ჩართული.
 

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

32 წუთის წინ

აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის" სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 30 სექტემბერს გაიმართება. "რაც შემეხება მე, მე უკვე მივეცი ხმა 27 წლის წინ - 1991 წლის 8 სექტემბერს (ქვეყნის...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172