ამერიკიდან პანამის ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიცია განხორციელდა

ამერიკიდან პანამის ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიცია განხორციელდა

ამერიკიდან პანამის ყოფილი პრეზიდენტის რიკარდო მარტინელის ექსტრადიცია განხორციელდა, სადაც მას ბრალი პოლიტიკური ჯაშუშობისა და კორუფციის საქმეზე წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press პანამის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თვითმფრინავი, რომელშიც მარტინელი იმყოფებოდა, მაიამიდან აფრინდა და პანამის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ პანამის სასამართლომ მარტინელის დანაშაული უნდა დაადგინოს.
ექსპრეზიდენტის მეუღლის განცხადებით, მარტინელის ექსტრადიციაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეთანხმდნენ.

რიკარდო მარტინელი იაპონიაში 2017 წლის ივნისში დააკავეს. „ინტერპოლმა“ პანამის ყოფილი ლიდერის დაპატიმრების ორდერი გასული წლის მაისში მას შემდეგ გასცა, რაც ის 150-ზე მეტი ადამიანის უკანონო მოსმენის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.
2015 წელს მან პანამა დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 21 წლით თავისუფლების აღკეთა ემუქრება.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

4 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207