ნინო ლომჯარიას პასუხი დეკანოზ დავითს: ქრისტიანობა სიყვარულია და არა ნიშნისმოგება

ნინო ლომჯარიას პასუხი დეკანოზ დავითს: ქრისტიანობა სიყვარულია და არა ნიშნისმოგება

"ქრისტიანობა სიყვრულია, მოყვასისაც და მტრისაც და არა შურისძიება და ნიშნისმოგება" - ასე პასუხომს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეკანოზ დავითის გნაცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ "სახალხო დამცველის ოფისის დაბზარვა უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ!".

"მამაო, ეს ბზარები დიდი ხანია აქაა და 90-იანი წლების "ხარისხიანი მშენებლობების" შედეგია, მიწისძვრამ კიდევ უფრო დააზიანა და სახიფათო გახადა აქ ყოფნა. რაც შეეხება ღვთის სასჯელს, მე და ჩემი თანამშრომლები გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარების მეტს არაფერს ვაკეთებთ აქ და თუ უფრო მეტს ვერ ვაკეთებთ, ამის გამოსწორებაზეც ვმუშაობთ. ქრისტიანობა სიყვარულია, მოყვასისაც და მტრისაც და არა შურისძიება და ნიშნისმოგება", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია. 

მამა დავით ისაკაძემ ამ თემაზე გაზეთ ასავალ-დასავალთან ისაუბრა: "ამ მიწისძვრამ მოსახლეობას თითქმის ვერაფერი ავნო, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინათ აშენებული სახალხო დამცველის ოფისი ერთიანად დაბზარა". 

ოთარ ზურაბიშვილი: განსხვავებული პოზიციის გამო სალომე ზურაბიშვილი ძალადობის ობიექტად იქცა

ოთარ ზურაბიშვილი: განსხვავებული პოზიციის გამო სალომე ზურაბიშვილი ძალადობის ობიექტად იქცა

3 საათის წინ

"ჩემი მოსაზრებები ცნობილია და მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, ერთხელ კიდევ დავადასტურე ისინი. ამ განცხადებით მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობს და გამოხატავს სხვა მოსაზრებებს. ამიტომ მივესალმებოდი იმას, რომ...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088